ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ბაია პატარაია ღონისძიებას არ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდო მის დედას, ნელი ქევანიშვილს გადაეცა.
“მადლობა პრეზიდენტს ასეთი დაფასებისთვის.
ეს ღირსების მედალი ეკუთვნის ყველა ქალს და ყველა გოგოს, ვინც დღეს ქალების უფლებების დასაცავად იბრძვის. მადლობა ჩემ თანამებრძოლებს, აქტივისტებს, ფემინისტებს, საფარის ძვირფას თანამშრომლებს, ქალთა მოძრაობის წევრებს, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს და მადლობა ჩემ უახლოეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის”, – წერს ბაია პატარაია.