12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ბაია პატარაია: მოსკოვის მექანიზმის მხარდამჭერ ქვეყანას არ შეუძლია ექსპერტის წარდგენა

“ქოცმედიები თვლიან იმ სახელმწიფოებს, ვინც ასე ღიად არ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის შექმნა და ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მოსკოვის მექანიზმის მხარდამჭერ ქვეყანას არ შეუძლია ექსპერტის წარდგენა!

ანუ, პოლონეთი რომ ყოფილიყო წარმდგენი ქვეყანა, პოლონელი ვერ იქნებოდა მომხსენებელი.
საქართველოს სრულად რომ ეთანამშრომლა მოსკოვის მექანიზმთან სამი ექსპერტის შერჩევა იქნებოდა საჭირო სწორედ იმ ქვეყნებიდან, ვისაც არ დაუინიცირებია ეს მექანიზმი.
ანუ, კიდევ განვმარტავ აშშ და საფრანგეთიდან აირჩევდნენ სხვა ექსპერტებს.
ამიტომ იმის თქმა, რომ სახელმწიფომ თუ არ წარადგინა მოსკოვის მექანიზმი, მხარს არ უჭერს მას – არის ტყუილი!
როდესაც ეუთოში განიხილებოდა მოსკოვის მექანიზმის შექმნა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ამბობდნენ სახელმწიფოები, რომ წარდგენისგან თავს იკავებდნენ, რადგან უნდოდათ ექსპერტი არჩეულიყო მათი ქვეყნიდან.

პ.ს. გთხოვთ, მედიებმაც მიაქციეთ ამ საკითხს ყურადღება და საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს კითხეთ ეს პროცედურები. რამდენიმეს მეც მიგასწავლით”,_ წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილიბანის პრეზიდენტი: ჰეზბოლა ხალხის სიცოცხლეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, ისრაელს წინადადებაზე ჯერ არ უპასუხია
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ