ბაია პატარაია: “ემიგრანტები უბრალოდ დასაჯეს, რადგან არ იციან, შური, როგორ იძიონ”

ჩემი აზრით, ემიგრანტები უბრალოდ დასაჯეს, – ასე აფასებს ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას, ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს არის სასჯელი იმის გამო, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები პროტესტის, პატიმრების და საკუტარი ქვეყნისთვის აკეთებენ.

“ჩემი აზრით, ემიგრანტები უბრალოდ დასაჯეს. ხალხი, რომელიც ფინანსურადაც და ყველანაირად მხარში უდგას პროტესტს, მხარში უდგანან პატიმრებს, იცავენ საქართველოს პროდასავლურ კურსს, მუშაობენ, ყველაფერს აკეთებენ, შეხვედრებს აწყობენ, აქციებს მართავენ, ყველაფერს აკეთებენ და უბრალოდ ვერ მოიფიქრეს, მათზე ხელი არ მიუწვდებათ, არ იციან შური როგორ იძიონ, ან შეურაცხყოფა როგორ მიაყენონ იმ ხალხს და უბრალოდ დასაჯეს ძალიან კარგი მოქალაქეები, – განაცხადა პატარაიამ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის გიგანტური დროშა “რუსთაველის გამზირზე” გაიშალა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა