ბაია გადაბაძის ინფორმაციით მაკა ასათიანი საქართველოში 7 თებერვალს ჩამოვა

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, არხის 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ პარტნიორებთან და თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს.

მისი თქმით, ტელეკომპანიის მეწილე საჯარო განცხადებების გაკეთებასაც აპირებს, რაც ზოგადად, მის საქციელს არ ჰგავს.

“დღეს ველაპარაკე მაკას. მაკა ასათიანი საქართველოში კვირას ჩამოვა. შეხვდება პარტნიორებს და თანამშრომლებს. ასევე აპირებს განცხადებების გაკეთებას, რაც ზოგადად არ ჰგავს მის საქციელს. მას არ უყვარს საჯარო განცხადებების გაკეთება, მაგრამ როგორც ჩანს, მიხვდა, რომ საქმე იმ ეტაპამდე მივიდა, სადაც მისი მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა”, – განაცხადა გადაბაძემ “მაესტროს ფაქტორში”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: “გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეული არ არის
შემდეგი სტატიაძლიერი მიწისძვრა ტაივანში – არის მსხვერპლი