ბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ დანიშნულია “მაესტროს” პარტნიორთა კრება, რომელზეც ის არ მიიწვიეს, თუმცა ტელევიზიის გენერალური დირექტორი მისვლას და დასწრებას მაინც გეგმავს.

გადაბაძის თქმით, ის დღეს ესაუბრა პრემიერ-მინისტრის აპარატს და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა ითხოვა. “საჯაროდ მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, რომ მიმიღოს და მომისმინოს. მინდა ის საქმის კურსში ჩავაყენო, რა ხდება “მაესტროში”. ერთი თვის მოსულ პრემიერ-მინისტრს არ ვურჩევ, რომ მის მოღვაწეობას კიდევ ერთი ტელეკომპანიის დახურვა ან მისთვის პრობლემების შექმნა მიეწეროს. მე არ ვიცი ამ ქვეყნის ჩრდილოვანი კაბინეტი, ვიცი, ვინ არის ოფიციალურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მე მას ჩემთან შეხვედრას ვთხოვ”, – განაცხადა გადაბაძემ.

გადაბაძის თქმით, ხვალ 12:00 საათის შემდგომ მისი სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი და ის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს “მაესტროში” განვითარებული თუ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიწვდის.

banner
წინა სტატიაშითოფაძემ მარგველაშვილის მიერ “ქართველების დაუნებად მოხსენიების” მტკიცებულება წარადგინა
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი – მარგველაშვილი შეეცადა ბიძინა ივანიშვილი არ გაეღიზიანებინა