ბაია გადაბაძე: ლევანი ვერ შემოვა როგორც დირექტორი

„ლევანი ვერ შემოვა როგორც დირექტორი,“ – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ბაია გადაბაძემ გააკეთა. და აღნიშნა, რომ თუ ლევან გაჩეჩილაძეს რაიმე კითხვები მასთან, ამაზე პასუხს გასცემს.

“ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ბოლო 10 დღის განმავლობაში, ლევანი ვერ შემოვა როგორც დირექტორი, იმიტომ რომ ეს არის სხვა კომპანიის შენობა, ხოლო თუ რაიმე კითხვები ექნება ჩემთან, გავცემ პასუხს. მეც მაქვს მასთან ბევრი კითხვა,“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

გადაბაძემ ასევე გამოეხმაურა ირაკლი რუხაძის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს და განაცხადა, რომ ეს იყო ერთგვარი აღიარებითი ჩვენება და ირაკლი რუხაძე ჩართულია მაესტროს წილების გასხვისების საკითხში.

„ირაკლი რუხაძემ მისცა პირდაპირი აღიარებითი ჩვენება, როდესაც ჩაერთო იმედს. ტელევიზია რ არის გაყიდული იმ ხალხის მიერ, ვინც დარჩა უმცირესობაში და არც სამომავლოდ არ იქნება გაყიდული. მე ამის ჯერა და ამის გარანტიები მაქვს მიღებული. მე არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ სხვანაირად ვიფიქრო,“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების უწყების ცნობით, ბათუმში მსჯავრდებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ
შემდეგი სტატიაარასამთავრობო სექტორი 12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს