ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანმა მის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმები განახორციელა.
ბაჰრეინის საგარეო უწყებამ ირანის მიერ მის ტერიტორიაზე დღეს დილით განხორციელებული დარტყმები დაგმო.
„ეს ბაჰრეინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია ბაჰრეინის საგარეო უწყების განცხადებაში.
ბაჰრეინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თავდაცვის უფლებას იტოვებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების საცავებს დაარტყა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.


















