17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიისა და საუდის არაბეთის მიმართულებით, ირანის მხრიდან მორიგი იერიშები განხორციელდა

ბაჰრეინის თავდაცვის ძალები X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ბაჰრეინის სამხედრო ძალებმა ირანის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.

„ბაჰრეინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შაბათს ირანის რამდენიმე საჰაერო თავდასხმა ჩაახშეს“, – აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მე-5 ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს.

ამასთან, ქუვეითის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანმა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და წყლის გამტკნარების ქარხანაზე შეტევა განახორციელა.

ქუვეითის ელექტროენერგიის, წყლისა და განახლებადი ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის საპასუხოდ, ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომები მიიღო, მათ შორის რამდენიმე გენერატორი დროებით გათიშა.

ამასთან, იორდანიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრეს დილით 10 ირანული რაკეტა მოიგერია.

მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა საუდის არაბეთმაც, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ გააუქმა და განაცხადა, რომ საფრთხემ გადაიარა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ძალებმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ძალებსა და ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიშსს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“
შემდეგი სტატიაქუთაისში, ბაზრის მიმდებარედ ხანძარი იყო