ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგება ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. ამჟამად კი, გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტისთვის ჯამში, 974 116 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასფალტის საფარი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები. ასევე, განთავსდება სახანძრო ჰიდრანტები.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – წლებია, ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებთ, ეს პოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, მრავალპარტიულ პარლამენტს ვერ მივიღებთ