ბაღის მასწავლებლებს ხელფასი არ გაეზრდებათ- “გვაქვს ზღვრული ჭერი და იმის ზემოთ ვერ ავდივართ”

ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა 2019 წელს ვერ ხერხდება – აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

“ბაღის მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მცდელობა, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ რეკომენდაციაში შედიოდა. თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ჩვენ გვაქვს ზღვრული ჭერი, სადაც მიმდინარე სოციალური ხარჯები არის შესული და იმის ზემოთ ვერ ავდივართ. ესაა საერთაშორისო ნორმით განსაზღვრული და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სკანდალი”- სამადაშვილი „Foreign Policy“-ის სტატიას ეხმაურება
შემდეგი სტატიაშეჯახება აღმაშენებლის ხეივანზე – დაიღუპა 32 წლის მამაკაცი