25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ბაღის დირექტორი მშობლის მიერ გავრცლებულ კადრებზე: ბავშვის დედასთან ერთად მე თვითონ ვნახე ეს კადრები, გავუშვი ორივე სამსახურიდან

მშობელთან ერთად მე თვითონ ვნახე ეს კადრები. გავუშვი ორივე სამსახურიდან, მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ დედის მოთხოვნა იყო, ბავშვები დაეძინებინათ,- ამბობს ბაღის დირექტორი ბელა გაბუნია ტვ პირველთან საუბრისას.

,,(კითხვა – იატაკზე უნდა დაეძინებინათ?) რა თქმა უნდა არა, საძინებელში ბავშვს ჰქონდა თავისი საწოლი, არ დაუძინებია ბავშვს და იმიტომ, რომ იქ ვერ გაჩერდებოდა, წამოუღიათ, ტატამები გვაქვს სპეციალური შეკერილი ბავშვებისთვის, რომ არ იკოტრიალონ და წამოუწვენიათ მასზე.

მშობლისთვის არ გვითქვამს, რომ ბავშვი იტყუებოდა, როცა მითხრეს, კადრები გადავახვიეთ, როგორ ფიქრობთ, მე ამას მოვუწონებდი ჩემს თანამშრომლებს? მე მანამდე კადრები რომ გადავამოწმე, ბავშვს არ სძინავს, ჩემს წინ თამაშობს, იმ დროს როცა უნდა ეძინოს. ვიდრე მშობელმა არ მომმართა, მანამდე არ მინახავს კადრები, იმიტომ, რომ ტელეფონში მქონდა ლაივ-კამერები. ტელეფონი გამოვცვალე და შესაბამისად კოდი ვერ გადმომივიდა. არ ვარ ისეთი ტიპი, რომ წავიდნენ მშობლები, შავ დღეში ჩავყარე და გავუშვი აქედან. ვუთხარი, ამას თუ დაგაჯეროთ ნახეთ, მე თვითონ მივიღე ზომებს-თქო. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას არ მარიდებს ის, რომ (შავ დღეში ჩავყარე აღმზრდელები)”– ამბობს ბელა გაბუნია.

2 ივნისს ედიტა დანელიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღში მის შვილზე ძალადობდნენ. სოციალურ ქსელში მან დაწერა:

“ჩემ შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი 3 საათი ყოველდღიურად შიშველი. ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში იჯდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ. ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ ესე ძალადობდნენ ჩემ შვილზე”

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიასაქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით კანადელი სტუდენტი დააკავეს