ბაღს სადაც აღსაზრდელებს ურნიდან ჭამას აიძულებდნენ სანქცია დაუწესეს

საბავშვო ბაღმა გოგონას მშობლებს, რომლის აღმზრდელიც ბავშვს ნაგვის ვედროდან ჭამას აიძულებდა, 30 ათასი მანეთი კომპენსაცია გადაუხადა. შემთხვევა რუსეთში, კურსკის მხარეში მოხდა ინფორმაციას რეგიონის პროკურატურის საიტი.
ინციდენტის გამოძიება ადგილობრივ მედიაში გამოჩენილი სტატიის შემდეგ დაიწყო, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი, 6 წლის გოგონას აიძულებდა შეეჭამა ხორცი, რომელიც ბავშვმა ნაგვის ვედროში მოისროლა.

“ფაქტი სკოლამდელი დაწესებულების სხვა აღსაზრდელებმაც დაადასტურეს, ასევე მათმა მშობლებმა, რომლებმაც ინციდენტის შესახებ შვილებისგან გაიგეს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,გიორგი ვაშაძე შეეცადა ჩაძირული გემიდან ცოტა ადრე გადამხტარიყო”
შემდეგი სტატია,,არჩევნების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები ალბათ გაიმართება”