თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის. 43 ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა მომზადდა და შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. მონიტორინგი გრძელდება 71 ბაღში.
ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგის და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებს და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს.
ყველა ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი. შესყიდვების შემდეგ, ბაღები სრულად აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება.