„ბაღების მასწავლებლები განსაკუთრებით ძალიან ცუდად არიან გამოყენებული ამ კამპანიისთვის”

ბაღების მასწავლებლები განსაკუთრებით ძალიან ცუდად არიან გამოყენებული ამ კამპანიისთვის – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავა „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ბაღების დირექტორების შიდა მიმოწერას, გამოეხმაურა, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის მე-11 საბავშვო ბაღში 115-კაციანი სია შედგა, ვისაც „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მიცემაზე წინასწარ შეუთანხმდნენ.

„ბაღების მასწავლებლები განსაკუთრებით ძალიან ცუდად არიან გამოყენებული ამ კამპანიისთვის და ამაზე საუბრობს არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , არამედ არასამთავრობო სექტორი, რომელიც ამას ეძახის სისტემურ დანაშაულს. თუმცა წულუკიანის უწყებისთვის სისტემური დანაშაულის არსებობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მისი კომისიის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ გააქარწყლოს, ხელი დააფაროს და გაამართლოს ყველა ის უკანონო ქმედება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იდენს წინასაარჩევნოდ,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადეკანოზ მამალაძის ოჯახისთვის ფულის გამოძალავა სცადეს