ბაღდავაძის გათავისუფლება განსხვავებული აზრის საფუძველზე, დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – SJC

თბილისის დასუფთავების სამსახურის, „თბილსსერვის ჯგუფის“, თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის, გათავისუფლება განსხვავებული აზრის საფუძველზე დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი „თბილსერვის ჯგუფს“ მოუწოდებს დაუყოვნებლივ ჩააბაროს ირაკლი ბაღდავაძეს განთავისუფლების დასაბუთება. საქმის გარემოებების სრულად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ირაკლი ბაღდავაძის ინტერესების დაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს, რის თაობაზეც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

ამასთან, მოვუწოდებთ შრომის ინსპექციის სამსახურს, უზრუნველყოს პერიოდული მონიტორინგის ჩატარება, დასუფთავების სამსახურში სამუშაო ადგილების უსაფრთხოების შემოწმებისა და დასაქმებულთა ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით”,- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დავამტკიცეთ, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება ვართ
შემდეგი სტატიაJohnson & Johnson ვაქცინის შემოტანაზე ორი მიმართულებით ვმუშაობთ – გაბუნია