14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბაღდათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ბაღდათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფლებში მეორე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაიწმინდა გზები, ეზოები და ხიდები.

მერიის ინფორმაციით, სრულად აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, ბუნებრივი აირის გარეშე კი ამ დრომდე დარჩენილია 500-მდე აბონენტი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავტომობილო გზები, სოფლებში მიწის მასები და ქვა-ღორღი ჩამოიშალა.

მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა