ბაღდათში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და თბილისში მკურნალობდა.

გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 262 პაიციენტი, 23 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა