ბაღდათში, კომენდანტის საათის დროს მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს

ბაღდათში, კომენდანტის საათის დროს მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს. 80 წლის მამაკაცს და მის მეუღლეს სახლში შეიარაღებული პირები შეუცვივდნენ.

რამდენიმე ნიღბიანი თანხას ითხოვდა, თუმცა იმის გამო, რომ მოხუცებს ფული არ ჰქონდათ, ისინი გაკოჭეს და აწამეს.

თავდამსხმელებმა მხოლოდ მიზერული თანხის წაღება მოახერხეს. ნაცემი მოხუცები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია „ლელოში“ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ – გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს
შემდეგი სტატიაუიმედობა, გაჭირვება და უპერსპექტივობა – ეს არის ის, რაც ივანიშვილმა მოუტანა ამ ქვეყანას – მამუკა ხაზარაძე