25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ბაღდათში კაფე-ბარი “საჩვენო” კრიტიკული დარღვევების გამო დახურეს

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ „საჩვენოს“ საქმიანობა შეუჩერა. ინსპექტირებისას ობიექტზე სერიოზული ჰიგიენური და სანიტარიული დარღვევები გამოვლინდა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი კაფე-ბარის სამზარეულოში დაფიქსირდა.

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და დარღვევების სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის უფლება შეეზღუდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და ბიზნესოპერატორებს, მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მკაცრად დაიცვან დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ხარკოვის ოლქში სამგზავრო მატარებელი დაბომბა
შემდეგი სტატიარუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია