ბაღდათისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით მობილურები იყიდეს

თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები იმერეთში – ბაღდათისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით მობილური “სამსუნგისა” და “ქსიაომის” ფირმის ტელეფონები იყიდეს.

ბაღდათის მერიაში განმარტეს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს თავისი მობილური დაუზიანდა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ახალი სჭირდებოდა.

ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ მობილურები საქმის ეფექტური განხორციელებისთვის უყიდეს თანამშრომლებს.

ინფორმაცია “აი ფაქტმა” გაასაჯაროვა

banner
წინა სტატიაში„ლელო“: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული ფონია, ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: როგორ შეიძლება, რეფერენდუმი გამოაცხადოს 20%-იანმა პარტიამ და მათზე მიკედლებულმა 2-3%-იანმა პარტიებმა