ბაღდათის რაიონში მდინარის ადიდების შედეგად სამანქანო გზები დაიტბორა და მოძრაობა პარალიზებულია

ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, მდინარე ყვირილა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც, სოფელი ვარციხე დაიტბორა. აღნიშნულ პერიმეტრზე, მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, მდინარე გუშინ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა.

„ყვირილა კალაპოტიდან გუშინ გადმოვიდა. არის გზის მონაკვეთები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. მანქანები აკრძალვის მიუხედავად მაინც ცდილობენ აღნიშნულ პერიმეტრზე გასვლას, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი, ჩემი ინფორმაციით, წყალშია დარჩენილი. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს იმისა, რომ ყვირილა კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს ეტაპობრივად გამოდარების შემდეგ თუ მოხდება“, – განაცხადა გეგეძიძემ.

შეგახსენებთ, რომ იმერეთში 5 დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმების შედეგად ასეულობით საცხოვრებელი სახლი და ათობით ქუჩა დაიტბორა. ასევე, იმერეთის მხარეში ასობით ოჯახს ელეტროენერგია არ მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშიადგილები, სადაც პარიზში ტერორისტული აქტები განხორციელდა
შემდეგი სტატიაISIS: პარიზის ტერაქტი მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია