ბაღდათის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა. მკვლელობა სანადირო თოფით არის ჩადენილი. სავარაუდოდ, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია, თუმცა ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ძიება მე-11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის გვამი იპოვეს
შემდეგი სტატიათუშეთში, ხახაბოს მიმდებარედ გაჩენილი ხანრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდრებულია