ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალთაშუა ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალთაშუა ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირით სოფელში უკვე 5 ოჯახი სარგებლობს, უახლოეს დღეებში კი გაზიფიცირება სრულად დასრულდება. სოფელში სულ 45 ოჯახი ცხოვრობს.

მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე გაეცნენ და გიორგი მსხვილიძის ოჯახში ბუნებრივი აირი პირველად აანთეს.

ეტაპობრივად მიმდინარეობს გამრიცხველიანების სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე სოფელი ბუნებრივ აირს შეუფერხებლად მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შამგონაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას”