ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მამაკაცი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიწვა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მოხდა.

“სახლს გვერდით აქვს დამხმარე ნაგებობა. ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გვიან დაბრუნდა და დამხმარე ნაგებობაში შევიდა. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩენილი ცეცხლით დაიწვა”, – ამბობს არჩილ გოგსაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე შს მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიამერია ძველი თბილისის ნაწილის იჯარით გადაცემას გეგმავს?