ბაღდადში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა

ბაღდადში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 213-ს მიაღწია . დაშავებულია 200-ზე მეტიადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია  ერაყის ხელისუფლებაზე დაყრნდობით ავრცელებს.

ერაყში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

პირველი, ყველაზე ძლიერი აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ რაიონში, ელ-კარადაში მოხდა. რესტორნის მახლობლად თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. თავდასხმის დროს აღნიშნულ რაიონში ადგილობრივები ოჯახებთან ერთად რამადანის დასრულებას აღნიშნავდნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ელ-კარადაში მომხდარი აფეთქება ერაყში ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმა გახდა.

მალევე მეორე აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, შიიტებით დასახლებულ უბანში მოხდა. მეორე თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

აფეთქებები ერაყის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ფალუჯას ისლამისტებისგან გათავისუფელბიდან ერთ კვირაში მოხდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ აბადიმ დედაქალაქის ცენტრში თავდასხმის ადგილი მოინახულა. მისი თქმით, ტერაქტი იყო “ისლამური სახელმწიფოს” პასუხი ერაყის ჯარის წარმატებებზე.

ამასთან, აბადის კორტეჟი იძულებული გახდა, აფეთქების ადგილი სასწრაფოდ დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც აღშფოთებულმა ადგილობრივებმა პრემიერის ავტომობილზე თავდასხმა სცადეს.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკი, პირველად საქართველოში, ფინანსური აქტივების პროფესიონალურ მართვას ნერგავს
შემდეგი სტატიაშანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა