ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი

ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობის შემდეგ სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტი­ლი­კა“)დააფინანსა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლე­ვან კა­ჭა­რა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება
შემდეგი სტატიაჯონსონი – ბევრი სახელმწიფო ამბობს, რომ ეს ევროპული ომი არ არის საჭირო, ამიტომ ზეწოლა გაიზრდება, რათა უბიძგონ, აიძულონ უკრაინელები ცუდი მშვიდობისკენ