ბაგებში 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბაგებში 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა გუშინ დაბადების დღე გადაიხადა, დღეს კი გამვლელებმა გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმხილველები არ გამორიცხავენ, რომ “ნასვამმა პირმა ბანაობა გადაწყვიტა და დაიხრჩო”. გარდაცვლილს დაზიანებები არ აღენიშნება.

შეტყობინება 112-ში დილის 8:00 საათზე შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელი აეროპორტში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ გროისმანსა და პეტრო პოროშენკოს შეხვდა