ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაღის პედაგოგი საყვედურს მიიღებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძემ განაცხადა, ფაქტი საზოგადოების მხრიდან არასწორად და არაერთგვაროვნად შეფასდა.

„ფაქტი უბრალოდ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ცნობიერების ამაღლებას დღესასწაულებისა და ტრადიციების მიმართ და არა იმას, თუ როგორ, რა გზა უნდა გაიარონ ქორწინების ცერემონიით დაოჯახებამდე. სავარაუდოდ, შენიშვნით შემოვიფარგლებით აღმზრდელისა და დირექტორის მიმართ“, – განაცხადა ნინო ბურძენიძემ.

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე ბაღის აღსაზრდელების ქორწილია ასახული.

საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ქორწინების ცერემონია აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა გერმანიის საკონსულოზე… დაჭრილია 29 ადამიანი
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს