ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. როგორც „თაიმერს“ თემურ თორდინავამ განუცხადა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, 13 ნოემბერს დატოვა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს მის ნაცვლად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თემურ თორდინავა ამბობს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„საკუთარი სურვილის საფუძველზე დავწერე განცხადება, რომ დავტოვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. სად გავაგრძელებ მუშაობას, ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგანაც მაქვს კონკრეტული გეგმები“, – განაცხადა თორდინავამ.

ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტრო – სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა