ბადრი კოჭლამაზაშვილი: „როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“

„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, – ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

მოსამართლე ხაზგასმით ამბობს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არცერთ შემთხვევაში არ ნანობს.

„დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და კანონმდებლობაში ჩამეხედა, მაგალითად არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმით მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას? რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში? არ მინდა და გიშვებო?

ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია. მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით“, – აცხადებს კოჭლამაზაშვილი.

 

https://youtu.be/bzSBbuL6z9k

banner
წინა სტატიაშისანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს