ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 4 მარტს მოუსმენენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი არის ღია სტრუქტურა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე „თიბისი ბანკის“ საქმის განხილვა მოხდება.

„ჩვენ ვპასუხობთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინადადებას, რომ მათ აქვთ სურვილი მოვიდნენ პარლამენტში, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და წინადადებები, რაც მათ ჰქონდათ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. დღეს მე ვაცხადებ – ეს შეხვედრა შეიძლება შედგეს ორშაბათს, 12:00 საათზე, გვქონდა გარკვეული კონტაქტები და შევთანხმდით, დანარჩენ დეტალებს ადგილზე გაარკვევთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებლად მუშაობს და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

https://youtu.be/TYQNawFVH-k

banner
წინა სტატიაშიუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში „თიბისი ბანკის“ მაღალი მენეჯმენტის ყოფილი წარმომადგენელი პ.ღ. ფიგურირებს
შემდეგი სტატია“არ მოგვწონს გაურკვევლობა” – ელჩები “თიბისი ბანკის” საქმეს ეხმაურებიან