12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ბადრი ჯაფარიძე: მხოლოდ აშშ-ს აქვს ძალა, რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი

„რამდენადაც ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის შეწყვეტილი პარტნიორობის შეთანხმება აღდგეს. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სათანადო პირობების შექმნა. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ის ნაბიჯები გადადგას, რაც შესაბამისს პირობებს შექმნის, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული შეთანხმება შედგეს. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და ამაზე გვქონდა საუბარია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხოებისა და მშენებლობაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორს სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. აშშ-ი გამოდის როგორც მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ კორიდორის და იმ ქვეყნების სუვერენიტეტის უსაფრთხოებას, რომელიც ჩართული არიან ამ სატრანსპორტო კორიდორის განხორციელებაში. იგივე უნდა მოხდეს საქართველოსთან მიმართებაში. აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში – კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და მის ფუნქციონირებაში. აშშ-ი უნდა იყოს გარანტორი იმისა, რომ ეს დერეფანი საქართველოს გავლით იქნება უსაფრთხო და საქართველოს სუვერენიტეტი იქნება დაცული. მხოლოდ აშშ-ს აქვს ძალა, რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი“, – ეს განცხადება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი აზრით, რუსების მხრიდან არის სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: “MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ