11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ბადრი ჯაფარიძე: თუკი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის, არის ეს პროცესი და ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება

“პროცესის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ის აბსურდი, ის აბსურდული ბრალდებები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხვდებით ამ სასამართლო პროცესზე, რომელიც რეალურად არის ქვეყნის და სახელმწიფოს საბოტაჟი. თუკი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი, არის ეს პროცესი და ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება.

პროცესის დახურვა კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემ მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანო პროცესი, რომლის შეფასებაც ძალიან ძნელია. ზიანი, რომელსაც ეს პროცესი აყენებს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ეს სხდომაც, რომელიც ჩატარდა, მე ვფიქრობ, ამის კარგი დემონსტრირებაა, რომ ამ პროცესის მონაწილეებს არ აქვთ კარგად გაცნობიერებული, რაოდენ დიდი ზიანი ადგება ჩვენს ქვეყანას ამ პროცესით”, _ აცხადებს “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი  ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესი ჩატარდა.

აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ  გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვს წადგენილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი ვინ მოკლა მარო მაყაშვილი, გამოძიება არ იყო მაშინ”- გურამ მაჭარაშვილი
შემდეგი სტატია“სამმართველოს შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”- დაკავებულია შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი