„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ პროცესი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად და ანტიკონსტიტუციურად, ხოლო ევროატლანტიკური კურსი — რუსეთის პროვოცირებად. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში კონსტიტუციით!“ — აღნიშნა ჯაფარიძემ.
მან სასამართლოს მოუწოდა, არ გაიზიაროს აღნიშნული მსჯელობა, რადგან შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთის ხელში გარდამტეხ სამართლებრივ არგუმენტად იქცეს.














