ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნისთვის რთულ დროს ამერიკა როგორც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნისთვის რთულ დროს ამერიკა როგორც ყოველთვის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია
“პომპეოს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში” – “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ერთგულად რჩება.

“ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, მით უმეტეს მიმდინარე ამ ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ბატონი მაიკ პომპეო მისი ამ მოკლე ვადიანი ვიზიტის დროს სრულად ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მას ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც დასმული იყო ანაკლიის პროექტის საკითხი, რომელიც ჩაშლილია საქართველოს ხელისუფლების მიერ.
ამ წუთებში დაიწყება ჩვენი, ოპოზიციური ლიდერების შეხვედრა ბატონ პომპეოს მოადგილესთან ბატონ ფილ რიკელთან და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა იმ ვითარების, რომელიც ახლა არის საქართველოში შექმნილი. იქნება მსჯელობა გამოსავლის გზებზე და საქართველოს პერსპექტივებზე” – განაცხადა მედიასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თავისი უშუალო განშტოებებით ​აკეთებდა რუსულ საქმეს, იგივეს აკეთებენ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში
შემდეგი სტატიაინაშვილი პომპეოს მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ: ვთქვი, რომ აუცილებელია ხელახალი არჩევნები