16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ბადრი ჯაფარიძე: პატრიარქი სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი იყო

პატრიარქი სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი იყო, ხოლო მისი ქადაგებები და ეპისტოლეები დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, – აცხადებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

როგორც მან გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მთავარი გამოწვევა საზოგადოების გაერთიანებაა და არა ერთმანეთთან კონფლიქტი.

„ილია მეორე ასხივებდა სიყვარულს, მაგალითს გვაძლევდა თავმდაბლობის. უწმინდესის დატოვებული მემკვიდრეობა – მისი ქადაგებები არის ძალიან ძვირფასი, სადაც ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენს ბევრი ქართველი დღეს, როდესაც წაიკითხავს იმ ეპისტოლეებს, რომლის ილია მეორეს მოღვაწეობის პერიოდში იქადაგა.

ეს ყველაფერი დღეს ძალიან აქტუალურია,როდესაც მოგვმართავდა – „ქართველი ქართველზე გამარჯვებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ, პირველ რიგში, შენს თავზე უნდა გაიმარჯვო“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც საზოგადოებაში განწყობილებები, როდესაც საზოგადოება ასე განიხილავს ერთმანეთს. უნდა გვახსოვდეს, რომ უწმინდესი იყო შენდობის და მიტევების მაგალითი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ პატრიარქის მთავარი გზავნილი იყო საკუთარი ნაკლის დანახვა, ურთიერთპატიება და ერთმანეთისადმი სიყვარული. მისი შეფასებით, პოლიტიკოსებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, დაძლიონ დაპირისპირება და საზოგადოებას ერთიანობის მაგალითი მისცენ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვის იმედი აქვს
შემდეგი სტატიამთავრობამ გამყოფ ხაზთან დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 10 მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოუყო