ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას ინიციატივას ეხმიანება

ბადრი ჯაფარიძე მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

„ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვნა. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც ალბათ, მედიატორმა უნდა განიხილოს, დაველოდოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეხებათ ჯალათებს. ასეთი განზრახვა არავის არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული იყოს ისეთი მცდელობა, რომელიც ღიად დატოვებს კარს ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ, ეს არის გამორიცხული. ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, რადგან ამ შეთანხმებაში როცა შევედით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც ჩვენ შევალთ პარლამენტში, მეორე პილიტპატიმრის ნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის ამბობს, რომ მზადაა, დაეთანხმოს ევროკავშირიდან გირავნობას და მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. უბრალოდ, ამით მსჯავრი არ მოეხსენება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.

ამასთან, ნიკა მელია მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და ამ შემთხვევაში, დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-ი ნავალნის შტაბების მასობრივ დახურვას აკრიტიკებს
შემდეგი სტატიასამართალდამცველსაც შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს პროტესტის მონაწილის მიმართ – პაპუაშვილი