ბადრი ჯაფარიძე: მთავრობამ ქვეყნის ინტერესები პიროვნულ ანტიპათიებზე და მაღლა უნდა დააყენოს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის კონსორციუმთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია, იმის მიუხედავად, რომ განცხადებაში იყო ბევრი ელემენტი, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება:

“პოზიტიურად შევაფასებ გადაწყვეტილებას, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა გაახმოვანა, იმიტომ რომ მიმაჩნია ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ პროექტი შედგეს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის რომ, მთავრობამ ქვეყნის ინტერესები დააყენოს პიროვნულ ანტიპათიებზე და პოლიტიკურ პრეფერენციებზე მაღლა. დღეს მე მოვისმინე განცხადება, რომელსაც მე შევაფასებდი პოზიტიურ განცხადებად, თუმცა იქ იყო ბევრი ელემენტი, რომელიც არ შეეფერება სინამდვილეს,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მიუხედავად კონსორციუმის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის ფარგლებში შეუსრულებლობისა, უწყება ხელშეკრულებას 2019 წლის ბოლომდე არ შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაში,,ანაკლიის პორტის კომერციულ დასაბუთებას მე თავიდანვე ვერ ვხედავდი”-ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილს შვილებთან სატელეფონო კომუნიკაციას უკრძალავენ