ბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება

მხნედ ვარ. ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა, პირიქით, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ლიდერ, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიარ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“
შემდეგი სტატიარუსეთმა და უკრაინამ ხუთშაბათს სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს