ბადრი ჯაფარიძე: მართლმსაჯულების რეფორმა ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

“მართლმსაჯულების რეფორმა ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყნისთვის არის მართლაც გამოკვეთილი – ეს არის ნატოში გაწევრიანება, ეს არის საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში – ეს თემაც იყო განხილული. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან, ჟენევის ფორმატში აიწიოს დონე და სახელმწიფო მდივნის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის განხილვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ დავძრათ ეს დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი თემა. რაც მთავარია ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მეგობრები თვალს ადევნებენ არამხოლოდ შეთანხმების შემდგომ პერიოდს, არამედ იმას, რომ ყველა ვალდებულება რომელიც აღებულ იქნა ამ ხელშეკრულებით „ქართული ოცნების“ და ყველა იმ მხარის მიერ, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას იქნეს სრულად შესრულება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოავლინა