ბადრი ჯაფარიძე -„ლელო“ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, არჩევნებამდე ჩამოყალიბებული ხედვით, თუ როგორ ვდგამთ ყველა ნაბიჯს არჩევნების მეორე დღიდან

ჩვენ გვეყოლება ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე გამორჩეული მთავრობა, რომელსაც დააკომპლექტებს „ლელო საქართველოსთვის“,–ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ ჩამოყალიბებული აქვს ხედვა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე დაიწყებს.

„ლელო“ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, არჩევნებამდე ჩამოყალიბებული ხედვით, თუ როგორ ვდგამთ ყველა ნაბიჯს არჩევნების მეორე დღიდანვე. ეს ნაბიჯები იქნება მწყობრი, ეს იქნება თავდაუზოგავი შრომა თქვენი ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობისთვის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, რომ დამთავრდა უიმედობის დრო, დამთავრდა ურწმუნოების დრო, დამთავრდა დამარცხებული პოლიტიკოსების დრო. ახლა არის დრო ახალი სახეების, ახალი პოლიტიკოსების, კომპეტენტური, მცოდნე ადამიანების. ჩვენ გვეყოლება ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე გამორჩეული მთავრობა, რომელსაც დააკომპლექტებს „ლელო საქართველოსთვის“. „ლელო საქართველოსთვის“ არის გამორჩეული ადამიანიანების გუნდი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა იმ სფეროში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. ახლა მათ უნდათ, თავიანთი წარმატება თქვენ მოგახმარონ, ჩვენს ქვეყანას მოახმარონ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული
შემდეგი სტატიათბილისში 24 ოქტომბრიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება