ბადრი ჯაფარიძე : კონკურენცია ზღვარს არ უნდა გადაცდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ლანძღვა-გინება ზღვარს სცდება

კონკურენცია ზღვარს არ უნდა გადაცდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ლანძღვა-გინება ზღვარს სცდება, – განაცხადა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების დაპირისპირების შესახებ.

„ოპოზიციურ პარტიებს შორის არის კონკურენცია ნორმალური მოვლენაა. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით იმაზე, რომ პირველი პრობლემა არის „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება და უნდა დამარცხდეს. ეს კონკურენცია ზღვარს არ უნდა გადაცდეს, მაგრამ სამწუხაროდ, სცდება ზღვარს ლანძღვა-გინება.

„ლელოს“ მიმართ თავდასხმები რეგულარულია და ყველაზე მეტია, ვიდრე სხვა პარტიების მიმართ. ეს ერთ რამეზე მიუთითებს, როგორც ჩანს, „ლელო“, როგორც ოპოზიციური ძალა, საფრთხეს წარმოადგენს „ქართული ოცნებისთვის“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში „ხარების“ სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან