ბადრი ჯაფარიძე – გვინდა მოგიწოდოთ, რომ მოიპოვოთ ინფორმაცია ჩვენი არხებით

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ეჭვობს, რომ საქართველოს პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაცია „ლელოს“ წევრების შესახებ „არ იყო რიგითი ჟურნალისტური წყაროს ინფორმაცია“.

ბადრი ჯაფარიძემ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, სადაც ის მოუწოდებს ჟურნალისტებს, „ინფორმაცია მოპოვებული იყოს ავტორიზირებულად, ანუ ოფიციალური არხებით“.

„ჟურნალისტური წყაროების მოპოვება არის აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ეს არ იყო რიგითი ჟურნალისტური წყაროს ინფორმაცია. შესაძლოა, ჩვენგან არაავტორიზირებულად იქნა მოპოვებული ინფორმაცია. ავტორიზებული ინფორმაცია არის ის, რომელიც გაიცემა ოფიციალურად, ლეგალური არხებით. დანარჩენი ინფორმაციის მოპოვება არის არაავტორიზირებული. ჩვენ გვინდა მოგიწოდოთ, რომ მოიპოვოთ ინფორმაცია ავტორიზირებული, ანუ ოფიციალური არხებით. ჩვენი თხოვნა იქნება, მომავალში მოიპოვოთ ინფორმაცია ჩვენი არხებით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია შეწყალებაზე: ერთი და იმავე მიმართულებით ორი, სამი, ოთხი, ხუთი შეცდომა – არჩევანია
შემდეგი სტატიააშშ-მა თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო