“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
_ ”2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. დღეს კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მათი ვაჟკაცობა, თავგანწირვა და გმირობა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა პატრიოტისთვის! დიდება გმირებს! მათი ხსოვნა მარადიულია!”.















