“ეს სასამართლო პროცესი არის პირდაპირ გამოხატული საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და ის მხოლოდ აღრმავებს კრიზისს!
რაც არ არსებობს, ის ვერ იქნება საქმეში. სახელმწიფოს საბოტაჟია. ეს საქმე არის შეთითხნილი. ეს არის ოპოზიციის დევნის საქმე. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ვერ იქნება ასეთი მტკიცებულებები იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული არ მომხდარა”,_ აცხადებს ბადრი ჯაფარიძე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით.
ბადრი ჯაფარიზის განცხადება “ლელო-ძლიერი საქართველოს” გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.















