29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეს გამოეხმაურა. ჯაფარიძის განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და პროკურატურა პოლიტიკურ დავალებას ასრულებს.

პოლიტიკოსის თქმით, არც მისი და არც მამუკა ხაზარაძის მხრიდან ისეთი განცხადება არ გაკეთებულა, რომელიც შეიძლება დანაშაულად დაკვალიფიცირდეს.

„პროკურატურა ასრულებს პირდაპირ პოლიტიკურ დავალებას და ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა იმას, რაზეც საუბრობდა პროკურორი. არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს“, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ჯაფარიძის განმარტებით, პარტია „ლელო“ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და გეგმავს შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: 26 მაისის აქცია ყველა ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი
შემდეგი სტატიარომის პაპი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება