ბადრი ჯაფარიძე – ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გვქონდა

ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გვქონდა, რომელიც რამდენიმე დღეა, გრძელდება. ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, წინადადებები, რომელიც ამ შეხვედრების შედეგად ჩამოვაყალიბეთ, ერთიანიa, არის ახალი, საინტერესო კომპონენტებიც – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არის ახალი, საინტერესო კომპონენტებიც, მაგრამ რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები, ვგულისხმობ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, ვართ ერთაინი ჩვენს პოზიციაში. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნა იგივეა, არის სხვა საინტერესო წინადადებები ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენს მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ.

ვიდრე არ გვექნება ჩვენი მოდერატორებისგან შესაბამისი თანხმობა, ჩვენ ამ კომპონენტებს საზოგადოებას ვერ გავაცნობთ, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას, როდესაც მოდერატორებთან შევთანხმდებით და შეგვეძლება გამოვიტანოთ საჯაროდ.

„ვერ გეტყვით, მოდერატორებთან შეხვედრა როდის იქნება, ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი მოდერატორებთან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩებთან მუდმივად გვაქვს კავშირი. მათთან კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ ზუსტად როდის და სად, ამას ვერ გეტყვით. ამ წუთისთვის ცვლილება პოზიციაში არ არის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ოპოზიცია ერთიანია, ჩვენი პოციციაა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად და კერძოდ ამ მოლაპარაკებებში. ჩვენი მოდერატორების მიმართ სრული ნდობა მაქვს. ისინი არიან მონდომებულები, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლირიკური კრიზისი განიმუხტოს. აქედან გამომდინარე მათი როლი განუზომელია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიდომინიკ რააბი: საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში
შემდეგი სტატიაცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს