ბადრი ჯაფარიძე: დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით რეაქცია იქნება მწვავე

შეთანმხება არის ძალაში, ყველა მხარემ, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა უზრუნველყოს ყველა ვალდებულების შესრულება, რომელიც ავიღეთ ამ შეთანხმებით, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ევეოპარლამენტი აუცილებლად განიხილავს შექმნილ ვითარებას და მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით რეაქცია იქნება მწვავე.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების სრულყოფილად შესრულების მიზნით, დარჩებიან პარლამენტში და იქიდან იბრძოლებენ.

„ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი და ამას დაესწრება ევროკავშირის მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა, იქნება ბევრი დამკვირვებელი, რათა მან ჩაიაროს, როგორც რეფერენდუმმა. არის ძალიან დიდი კრიტიკა, მაგალითად, შარლ მიშელის, აშშ-ის საელჩოს განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ეს არის სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა და „ქართული ოცნება“ გუშინდელი ნაბიჯით გახდა დესტრუქციული, რადიკალური ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანა წაიყვანოს ანტიდასავლური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტი აუცილებლად განიხილავს შექმნილ ვითარებას და რეაქცია იქნება მწვავე.

რაც შეეხება სანქციებს და სხვა სადამსჯელო ადეკვატურ ზომებს, ეს შემთხვევა თავად ვიოლა ფონ კრამონს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ვრჩებით შარლ მიშელის შეთანხმების ერთგულნი და ვიბრძოლებთ, რათა ყველა აღებული ვალდებულება იქნას შესრულებული, პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ბილდტი: ისინი იანუკოვიჩს ბაძავენ?
შემდეგი სტატიათეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურს “ლიდერას” კიდევ ერთი მონაწილე – პოეტი ირაკლი კაკაბაძე გამოეთიშა