15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი.

მისი თქმით, შეხვედრაზე 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის. 20-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ. ცხადია, ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდეს. აუცილებელია არ დავუშვათ საზოგადოებაში გაღრმავება დაპირისპირების, რომელიც სამწუხაროდ, სახეზეა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეებს შორის იყოს დიალოგი და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ. რაც მთავარია, ჩვენი დასავლელი მეგობრები უნდა იყვნენ ძალიან ჩართულები. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი, ამაზე გვქონდა საუბარი”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან დაადასტურა, რომ ასევე, ბრიტანეთის ელჩს შეხვდა.

„ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გაზრდა და რა როლი შეიძლება ითამაშოს გაერთიანებულმა სამეფომ ამ მიმართულებით”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ჩვენი გრძელვადიანი სანქციები კვლავ სრულიად სამართლიან პასუხს წარმოადგენს რუსეთის დარტყმებზე
შემდეგი სტატიაბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა