ბადრი ჯაფარიძე – ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს

ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ერგნეთში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამძიმარზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტსა და მთავრობას მაქსიმალური თანადგომა სჭირდება.

„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა აჩვენებს გმირობის მაგალითს, ამ დროს, მათ სჭირდებათ მაქსიმალური თანადგომა. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ზელენსკიმ პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს მიმართა, აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება ზელენსკის, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტს. მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ასევე აგრესიის მსხვერპლია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ სანქციების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რიგ სანქციებს მთლიანადაა შეერთებული, თუმცა ამისი გაცხადება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება.

„რეალურად რიგ სანქციებს მთლიანად მიერთებული ვართ როგორც ქვეყანა, ოღონდ ეს სამწუხაროდ არ იქნა ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული. არცერთ სანქცირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საქართველოში საქმიანობის წარმოება არ შეუძლია. ეს უნდა ითქვას ღიად, რათა არ არსებობდეს არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დედაქალაქის მთავრობა აპირებს, გადაარქვას სახელი ყველა ქუჩას, რომელთა სახელწოდებაც დაკავშირებულია რუსეთთან ან ბელარუსთან
შემდეგი სტატიაპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს